II დონის ტრენინგი მასწავლებლებისათვის ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში
კურსის მიზანი:
ტრენინგ– კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით.
სამიზნე ჯგუფი:
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.
წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
იმისათვის, რომ მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდესშემდეგი კომპეტენციები.
- ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
- ინტერნეტში ძიება;
- ელ–ფოსტის მოხმარება
კურსის შედეგი
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობას თანამადროვე, კონსტრუქტივისტულ –პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ–ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ–ის გამოყენება სასწავლო რესურსების მოსამზადებლად
სწავლა–სწავლების წარმართვას ისტ–ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ–ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ–ის გამოყენების საშუალების შეფასებას;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ–ის გამოყენებით;
შეძლებს ისტ–ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

მეთოდები
კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: აქტიური ლექცია, სიმულაცია,როლური თამაში, დემონსტრირება მართული პრაქტიკა–დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვა. ტრენინგ სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 32 საათს - 8 დღე. მეცადინეობის ხანგრძლოვობა 4 საათი
მონაწილეთა შეფასება ხდება შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსების (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, პრეზენტაცია, პროექტის გეგმა) მიხედვით, რომელიც ატვირთულია მონაწილის პირად ბლოგზე. უნდა დაესწროს მინიმუმ 28 საათი
მონაწილემ აუცილებლად (სრულყოფილად) უნდა შექმნას ტრენინგით გათვალისწინებული პორტფოლიო: ოთხი ელექტრონული სასწავლო რესურსით და გამოაქვეყნოს პირად ბლოგზე.
დასრულებულია
|
პორტფოლიოს
კომპონენტი
|
კომენტარი
|
გაკვეთილის
გეგმა
|
||
გაკვეთილის
პრეზენტაცია
|
||
გაკვეთილის
შეფასების რუბრიკა
|
||
პროექტის
გეგმა
|
||
რესურსები,
რომელიც გამოქვეყნებულია პირად ბლოგზე
|